Saturday, 19 July 2014

დღე მეცხრე

დავასრულეთ მუშაობა. მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების  პრეზენტაციები.
დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს ტრენერს საინტერესო და პროდუქტიული ტრენინგის ჩატარებისთვის!

Saturday, 12 July 2014

მეშვიდე დღე

გავეცანით  დიფერენცირებული სწავლების მეთოდებს.  ვნახეთ გარდნერის პრეზენტაცია. პრეზენტაცია ავტვირთეთ დრაივზე და დავდეთ ბლოგზე . გავეცანით სკალფონდინგის ნიმუშებს

Wednesday, 9 July 2014

დღე მეექვსე

ტრენინგის მეექვსე დღეს გავაგრძელეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნიმუშზე მუშაობა. შევქმენით მოსწავლის შეფასების განმსაზღვრელი რუბრიკის ნიმუში. საშინაო დავალებად დავგეგმეთ ამ რუბრიკის შექმნა ვორდის საქაღალდეში და ემეილზე გადაგზავნა.

Saturday, 5 July 2014

დღე მეხუთე

განვიხილეთ ინტერნეტ კავშირები- საავტორო უფლებების ქაოსი.
პაუერ პოინტის გამოყენებით შევქმენით მოსწავლის ნაშრომის სავარაუდო ნიმუში.
ვისწავლეთ იუთუბიდან ვიდეოს გადმოწერა და პოსტზე დადება.

საქართველოს კუთხეების ვიდეო


Sunday, 29 June 2014

დღე მეოთხე

განვიხილეთ პროექტის  მიმართულების მიმღები კითხვები.
ჩემი პროექტის სათაურია,, საქართველოს კუთხეები'',რომლისთვისაც გამოვიყენე საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და  შინაარსობრივი

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა როლს თამაშობს   კულტურის განვითარებაში ხუროთმოძღვრება?
თემატური კითხვები
რა ვიცით საქართველოს ტაძრების შესახებ?
შინაარსობრივი კითხვები
რომელ საუკუნეს ეკუთვნის ბაგრატის, ოიზის და ალავერდის ტაძრები?



შევქმენით შეფასების დროის ჩარჩო  და გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების  მოკლე მონახაზი.

ვისწავლეთ სურათების დამატება გაჯეტებისა და პოსტის სახით.





Saturday, 28 June 2014

დღე სამი

 ჩვენი სიტყვებით დავწერეთ რა არის პროექტის მიზანი.
გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას .  გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ლექსიკონს . დავასურათეთ ბუკლეტი. ვიმსჯელეთ  ზოგად შინაარსობრივ დათემატურ კითხვებზე. ჯგუფებში გავაკეთეთ გონებრივი სავარჯიშო კითხვები.
გავეცანითმიმართულების მიმცემ კითხვებს.                                                 

Sunday, 22 June 2014

დღე ორი

ვისწავლეთ ბლოგზე პოსტების გამოქვეყნება და კომენტარის  გაკეთება.  გავეცანით ერთმანეთის თემებს.  ვიმუშავეთ მშობლის ბუკლეტებზე. გადმოვწერეთ ეროვნული სასწავლო გეგმა.

Saturday, 21 June 2014

დღე ერთი

გავეცანით სახელმძღვანელოს,  განვიხილეთ მოდულები,  ვნახეთ დოკუმენტი 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევები.
გავეცანით სასწავლო პროექტების პოსტებს. ვნახეთ პროექტი რომეო და ჯულიეტა. შევქმენით საქარალდე. ვისწავლეთ ბლოგის გახსნა.