დავასრულეთ მუშაობა. მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაციები.
დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს ტრენერს საინტერესო და პროდუქტიული ტრენინგის ჩატარებისთვის!
ტრენინგის მეექვსე დღეს გავაგრძელეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნიმუშზე მუშაობა. შევქმენით მოსწავლის შეფასების განმსაზღვრელი რუბრიკის ნიმუში. საშინაო დავალებად დავგეგმეთ ამ რუბრიკის შექმნა ვორდის საქაღალდეში და ემეილზე გადაგზავნა.
განვიხილეთ ინტერნეტ კავშირები- საავტორო უფლებების ქაოსი.
პაუერ პოინტის გამოყენებით შევქმენით მოსწავლის ნაშრომის სავარაუდო ნიმუში.
ვისწავლეთ იუთუბიდან ვიდეოს გადმოწერა და პოსტზე დადება.